ისპაჰანში სარაკეტო ბაზაზე ძლიერი აფეთქებები იყო - მედია
ისპაჰანში სარაკეტო ბაზაზე ძლიერი აფეთქებები იყო. ვიდეოები ადგილობრივებმა გაავრცელეს, რომელიშიც ჩანს ისპაჰანის სამხრეთის სარაკეტო ბაზის მახლობლად ჰაერში კვამლისა და ცეცხლმოკიდებული ნანგრევების დიდი ღრუბელი. ბაზა ცენტრალურ ირანში, ისპაჰანის სამხრეთით, მთის ქედის კიდეზე მდებარეობს.
ბაზის ჩრდილოეთით გადაღებულ კიდევ ერთ ვიდეოში ჩანს ხანძრისა და რამდენიმე შემდგომი დიდი მეორადი აფეთქების შედეგად მთებზე ამომავალი კვამლი.
მესამე ვიდეოში, რომელიც მახლობლად მდებარე ქალაქ ბაჰარესტანშია გადაღებული, რამდენიმე წუთით ჩანს თუ როგორ იწვის ბაზა. ვიდეოში ასევე ჩანს მეორადი აფეთქებები.
ვიდეოები, რომლებიც ადგილობრივმა მოსახლეობამ გაავრცელა, BBC-იმ გადაამოწმა.