გაერო-ს გენმდივანი: უფრო ფართო ომის ზღვარზე ვართ
გაერო-ს გენერალური მდივანი აშშ-სა და ისრაელს ომის დასრულებისკენ მოუწოდებს, ხოლო ირანს მეზობლებზე თავდასხმების დასრულებისკენ.
ჩემი მესიჯი ნათელია, აშშ-სა და ისრაელისთვის, ომის დასრულების დროა, ირანს - დაასრულეთ თქვენს მეზობლებზე თავდასხმები - თქვა ანტონიო გუტერეშმა ჟურნალისტებთან საუბრისას.
მისი თქმით, უფრო ფართო ომის ზღვარზე ვართ, რომელიც მოიცავს ახლო აღმოსავლეთს და დრამატული იქნება.
უფრო ფართო ომის ზღვარზე ვართ, რომელიც მთელ ახლო აღმოსავლეთს მოიცავს და მსოფლიოს მასშტაბით დრამატული გავლენა ექნება…
როდესაც ჰორმუზის სრუტე გადაკეტილია, მსოფლიოს ყველაზე ღარიბებსა და მოწყვლადებს სუნთქვა არ შეუძლიათ…
ჩემი მესიჯი ნათელია, აშშ-სა და ისრაელისთვის, ომის დასრულების დროა, რომელიც უზარმაზარ ადამიანურ ტანჯვას იწვევს და უკვე გამოიწვია გამანადგურებელი ეკონომიკური შედეგები.
ირანს - დაასრულეთ თქვენს მეზობლებზე თავდასხმები”, - განაცხადა გუტერეშმა.