მედიის ინფორმაციით, ირანში ამერიკული მოიერიშე თვითმფრინავი ჩამოაგდეს

03.04.26 12:14
მედიის ინფორმაციით, ირანში ამერიკული მოიერიშე თვითმფრინავი ჩამოაგდეს

ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის განცხადებით, ქვეყნის ცენტრალურ ნაწილში აშშ-ის კუთვნილი F-35 მოიერიშე თვითმფრინავი ჩამოაგდეს.

ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის პრესსპიკერის განცხადებით, თვითმფრინავის პილოტის გადარჩენის შანსი დაბალია.

თუ ინფორმაცია დადასტურდა, ეს იქნება მეორე შემთხვევა, როდესაც ირანმა აშშ-ის F-35 გამანადგურებელი ჩამოაგდო. დაახლოებით ორი კვირის წინ ერთ-ერთმა მათგანმა ავარიული დაშვება განახორციელა, რაც, სავარაუდოდ, მოწინააღმდეგის მიერ გახსნილმა ცეცხლმა გამოიწვია.

მსგავსი სიახლეები