CNN: აშშ-ის დაზვერვის შეფასებით, ირანის რაკეტების გამშვები სისტემების დაახლოებით ნახევარი ჯერ კიდევ ხელუხლებელია
აშშ-ის დაზვერვის ბოლოდროინდელი შეფასებების თანახმად, ირანის რაკეტების გამშვები დანადგარების დაახლოებით ნახევარი ჯერ კიდევ ხელუხლებელია და ქვეყნის არსენალში ათასობით თავდასხმის დრონი რჩება, მიუხედავად იმისა, რომ აშშ და ისრაელი ბოლო ხუთი კვირის განმავლობაში ირანის სამხედრო ობიექტებზე დარტყმებს ყოველდღიურად ახორციელებენ.
ინფორმაციას CNN-ი დაზვერვის სამ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
“ისინი ჯერ კიდევ მზად არიან მთელ რეგიონში აბსოლუტური ქაოსი გამოიწვიონ“, - განაცხადა ერთ-ერთმა წყარომ ირანზე საუბრისას.
CNN-ის წყაროების ცნობით, დაზვერვის მონაცემების თანახმად, ათასობით ირანული დრონი - ქვეყნის დრონების დაახლოებით 50% - კვლავ არსებობს.
თეთრი სახლის პრესსპიკერმა ანა კელიმ აღნიშნული მონაცემები უარყო და განაცხადა, რომ „ანონიმური წყაროები ცდილობენ პრეზიდენტ ტრამპზე თავდასხმას და ოპერაცია „ეპიკური მრისხანების“ მიზნების მისაღწევად“ შეერთებული შტატების სამხედროების წარმოუდგენელი მუშაობის დაკნინებას“