რუსეთში მატარებელი ლიანდაგიდან გადავიდა - დაშავებული 24 ადამიანი

03.04.26 12:43
რუსეთში მატარებელი ლიანდაგიდან გადავიდა - დაშავებული 24 ადამიანი

რუსეთის ულიანოვსკის ოლქში სამგზავრო მატარებელი ლიანდაგიდან გადავიდა, რის შედეგადაც 24 ადამიანი დაშავდა, - ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

ჯანდაცვის სამინისტროს თანაშემწის, ალექსეი კუზნეცოვის ცნობით, დაშვებულებს შორის 4 ბავშვია.

„შემთხვევის ადგილიდან რეგიონულ საავადმყოფოებში ევაკუირებულია 24 დაშავებული, მათ შორის ოთხი ბავშვი. დაშავებულებს სერიოზული დაზიანებები არ აღენიშნებათ; ჯანდაცვის სამინისტროს კატასტროფების მედიცინის ფედერალური ცენტრი კოორდინაციას უწევს დაშავებულთა სამედიცინო დახმარებას“, - განაცხადა კუზნეცოვმა.

სარკინიგზო ავარია დღეს, დილით ბრიანდინოს სადგურთან ახლოს მოხდა. ჩელიაბინსკიდან მოსკოვისკენ მიმავალი მატარებლის შვიდი ვაგონი ლიანდაგიდან გადავიდა. ყველა მგზავრი, მათ შორის 65 ბავშვი, ევაკუირებულია. მატარებელში სულ 412 ადამიანი იმყოფებოდა.