ყირიმში რუსული სამხედრო თვითმფრინავი სუ-30 ჩამოვარდა

03.04.26 14:50
ყირიმში რუსული სამხედრო თვითმფრინავი სუ-30 ჩამოვარდა

ოკუპირებულ ყირიმში რუსული „სუ-30“ ტიპის მოიერიშე თვითმფრინავი ჩამოვარდა, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ინციდენტი დაგეგმილი სასწავლო-საწვრთნელი ფრენის დროს მოხდა.

მათივე ინფორმაციით, თვითმფრინავი საბრძოლო მასალის გარეშე დაფრინავდა. ეკიპაჟმა კატაპულტირება მოახერხა და პილოტებს საფრთხე არ ემუქრებათ.

უკრაინული მედია წერს, რომ რუსული „სუ-30“ ტიპის მრავალფუნქციური მოიერიშე თვითმფრინავის სავარაუდო ღირებულება, დაახლოებით, 50 მილიონი აშშ დოლარია.

მსგავსი სიახლეები