უნგრეთი საპარლამენტო არჩევნების მოლოდინშია - რა კურსს აირჩევს ქვეყანა
უნგრეთი საპარლამენტო არჩევნების მოლოდინშია, რომელიც ქვეყნის საგარეო და შიდა კურსის განსაზღვრაში გადამწყვეტ მნიშვნელობას ითამაშებს. 12 აპრილს ამომრჩეველმა უნდა გადაწყვიტოს, გააგრძელებს თუ არა ქვეყანა მოქმედი პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის პოლიტიკურ ხაზს, თუ აირჩევს ევროპულ ინტეგრაციაზე ორიენტირებულ ალტერნატივას.
ორბანი არჩევნებს „ომსა და მშვიდობას შორის არჩევანად“ წარმოაჩენს და აცხადებს, რომ უნგრეთმა უნდა შეამციროს უკრაინის მხარდაჭერა და დამოუკიდებელი კურსი გააგრძელოს. მისი ოპონენტი, პიტერ მაგიარი, პირობას დებს, რომ ქვეყანას ევროპულ გზაზე დააბრუნებს და ევროკავშირთან ურთიერთობებს გააძლიერებს.
არჩევნების წინ საზოგადოება მკვეთრად პოლარიზებულია, რაც ქუჩაში გამართულ მასშტაბურ დემონსტრაციებშიც აისახა. მთავარი კითხვა რჩება — შეძლებს თუ არა ოპოზიცია ხელისუფლების შეცვლას და უნგრეთის კურსის გადახედვას.
ვრცლა ნახეთ ინა ცარციძის რეპორტაჟში.