მედია: ირანმა აშშ-ს მეორე თვითმფრინავი ჩამოაგდო

04.04.26 10:19
მედია: ირანმა აშშ-ს მეორე თვითმფრინავი ჩამოაგდო

New York Times-ის ინფორმაციით, ჰორმუზის სრუტეში ამერიკული A-10-ის ტიპის მოიერიშე თვითმფრინავი ჩამოვარდა. 

ჯერჯერობით უცნობია, ირანული საზენიტო რაკეტა მოხვდა ბორტს თუ ტექნიკური გაუმართაობის გამო ჩამოვარდა.

The Washington Post-ს წყაროები უყვებიან, რომ  A-10-ის პილოტმა დაზიანებული თვითმფრინავი ქუვეითის საჰაერო სივრცემდე მართა, რის შემდეგაც კატაპულტირება მოახდინა. პილოტი აშშ-ს სამძებრო-სამაშველო ძალებმა გადაარჩინეს.

ბოლო 24 საათში ეს უკვე მეორე შემთხვევაა, როცა ამერიკა ირანში სამხედრო თვითმფრინავს კარგავს.

ასე მოხდა რამდენმე საათის წინაც. გავრცელებული ინფორმაციით  F15-ის გამანადგურებელი ტიპის თვითმფრინავი ირანელებმა ქვეყნის ცენტრალურ ნაწილში ჩამოაგდეს. ავია კატასტროფის შედეგად მძიმედ არის დაშავებული პილოტიც.

მსგავსი სიახლეები