რუსეთის იერიში კრამატორსკზე - დაღუპულთან ერთი 16 წლის მოზარდია

04.04.26 10:37
 რუსეთის იერიში კრამატორსკზე - დაღუპულთან ერთი 16 წლის მოზარდია

რუსეთის საოკუპაციო ჯარის თავდასხმებს უკრაინულ ქალაქებში კიდევ 6 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა -  კრამატორსკიზე იერიში პუტინის არმიამ ოთხი მართვადი ბომბით მიიტანა.

დაღუპულთაგან ერთი 16 წლის მოზარდია. მძიმედ არის დაჭრილი რამდენიმე მშვიდობიანი მოქალაქეც.

ამ დრომდე მძიმე ვითარებაა უკრაინის კიდევ ერთ ქალაქში - სუმში. ამ შემთხვევაში რუსებმა იერიშისთვის დრონები გამოიყენეს. უპილოტო საფრენი აპარატი საცხოვრებელ კორპუსს შეეჯახა. გავრცელებული ინფორმაციით, აფეთქებების გამო, შვიდი ადამიანია დაშავებული.

მსგავსი სიახლეები