პუტინის ოფიციალური რეიტინგი მინიმუმამდე დაეცა

04.04.26 12:13
პუტინის ოფიციალური რეიტინგი მინიმუმამდე დაეცა

საზოგადოებრივი აზრის ფონდმა, რომელიც რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან თანამშრომლობს, ვლადიმერ პუტინის რეიტინგის კლება დააფიქსირა . ფონდის ბოლო კვლევის თანახმად, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ მის მიმართ ნდობამ ყველაზე დაბალ ნიშნულს (71%) მიაღწია, აღნიშნავს Current Time .

ამის შესახებ ინფორმაციას რადიო თავისუფლება კრემლის ადმინისტრაციასთან დაკავშირებულ ფონდზე [ФОМ] დაყრდნობით ავრცელებს. 

FOM-მა ასევე დააფიქსირა მისი მუშაობის შეფასების (თუ რამდენად კარგად ასრულებს ის თავის თანამდებობას) კლება 74%-მდე - იგივე დონე, რაც სააგენტომ პრეზიდენტის მუშაობისთვის დააფიქსირა 2022 წლის 25 სექტემბერს, პუტინის მიერ მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ.

ამავდროულად, გაიზარდა იმ გამოკითხულთა წილი, ვინც პუტინს არ ენდობა. ეს მაჩვენებელი 13%-დან 17%-მდე გაიზარდა. .

სოციოლოგიური სამსახურები პუტინის რეიტინგის ვარდნის კონკრეტულ მიზეზს არ ასახელებენ. თუმცა ბოლო კვირების განმავლობაში ინტერნეტის დაბლოკვის გამო დიდი უკმაყოფილებაა. პარალელურად, როსკომნადზორმა გაამკაცრა Telegram-ის მუშაობის შეზღუდვები, ხოლო ციფრული განვითარების, კომუნიკაციებისა და მასმედიის სამინისტრომ VPN-ების წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი კამპანია დაიწყო. აღნიშნულს მოსკოვსა და მის სხვადასხვა ქალაქებში პროტესტი მოჰყვა, კრემლმა კი ათობით ქალაქში ინტერნეტის ბლოკირებასთან დაკავშირებული აქციები აკრძალა და სულ მცირე 25 ადამიანაი დააკავა.

მსგავსი სიახლეები