ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი - ირანმა ჰორმუზის სრუტეში ისრაელთან დაკავშირებულ გემს დაარტყა

04.04.26 18:17
ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი - ირანმა ჰორმუზის სრუტეში ისრაელთან დაკავშირებულ გემს დაარტყა

ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი ავრცელებს ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, ირანმა ჰორმუზის სრუტეში ისრაელთან დაკავშირებულ გემს დაარტყა. 

გავრცელებული ინფორმაციით, თავდასხმა დრონის გამოყენებით განახორციელეს, რის შემდეგაც გემზე ხანძარი გაჩნდა.

„დრონით დარტყმა ჰორმუზის სრუტეში სიონისტურ რეჟიმთან დაკავშირებულ გემზე განხორციელდა. გემს, MSC Ishyka-ს ცეცხლი გაუჩნდა“, - ნათქვამია განცხადებაში.

თემასთან დაკავშირებით, ისრაელს კომენტარი ჯერჯერობით არ გაუკეთებია.

მსგავსი სიახლეები