ტრამპი აცხადებს, რომ თეირანზე მასირებული დარტყმები განხორციელდა - მისი თქმით, ლიკვიდირებულნი არიან ირანის სამხედრო ლიდერები
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ირანის დედაქალაქ თეირანზე მასირებული დარტყმები განხორციელდა.
შესაბამისი კადრები მან სოციალურ ქსელ Truth Social-ზე გამოაქვეყნა. ამერიკის ლიდერის თქმით, დარტყმების შედეგად ლიკვიდირებულნი არიან ირანის სამხედრო ლიდერები.
„ირანის ბევრი სამხედრო ლიდერი, რომლებიც ქვეყანას ცუდად და დაუფიქრებლად მართავდნენ, ლიკვიდირებულია,მათთან ერთად კიდევ მრავალი სხვა — ამ მასირებული დარტყმის შედეგად თეირანზე!“ — ნათქვამია ტრამპის პოსტში.
აღსანიშნავია, რომ ტრამპის მიერ გავრცელებული აფეთქებების კადრების გადაღების თარიღი და ადგილი უცნობია.