რუსეთმა ოდესა დრონებით დაბომბა - დაღუპულებს შორის ერთი ბავშვია

06.04.26 09:31
რუსეთმა ოდესა დრონებით დაბომბა - დაღუპულებს შორის ერთი ბავშვია

რუსეთმა ღამით უკრაინას დრონებით შეუტია — ოდესაში უპილოტო საფრენი აპარატი მრავალსართულიან საცხოვრებელ სახლს მოხვდა, ხოლო ჩერნიგოვის ოლქში ენერგოობიექტებზე დარტყმის შედეგად ასობით ათასი ადამიანი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა.

უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურმა ოდესაში მრავალსართულიან სახლზე დარტყმის შედეგების ამსახველი ფოტოები გაავრცელა.

„წინასწარი ინფორმაციით, დაიღუპა 3 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი. დაშავდა 10 ადამიანი, მათ შორის ასევე ბავშვი. მეხანძრეებმა გადაარჩინეს 4 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი,“ — აღნიშნულია განცხადებაში.

მაშველები ასევე აცხადებენ, რომ ნანგრევებში შესაძლოა კვლავ ადამიანები იმყოფებოდნენ.

მსგავსი სიახლეები