48 საათი მტრის მიწაზე - ამბავი ამერიკელების წარმატებულ სპეცოპერაციაზე

06.04.26 21:04
48 საათი მტრის მიწაზე - ამბავი ამერიკელების წარმატებულ სპეცოპერაციაზე

48 საათი მტრის მიწაზე - ეს არის ამბავი ერთი ამერიკელი მფრინავის შესახებ, რომლის სიცოცხლის გადასარჩენადაც ვაშინგტონმა კიდევ ერთი უნიკალური სპეც-ოპერაცია ჩაატარა. F15-ის პილოტი, რომლის ავიაგამანადგურებელიც ირანელებმა ჩამოაგდეს, სიკვდილს კატაპულტირებით გადაურჩა. მთავარი აქედან იწყება. ხმელეთზე დაშვების შემდეგ ოფიცერი დაიჭრა და ირანის სიღრმეში, მთებში დაიმალა. "ნიუ-იორკ ტაიმსი" წერს, რომ მფრინავი 24 საათის განმავლობაში ცდილობდა რევოლუციის გუშაგთა კორპუსის წევრებისთვის კვალის არევას. პილოტი, რომელსაც ყველგან ეძებდნენ, საბოლოოდ 7000 ფუტის სიმაღლეზე ავიდა. მას ჰქონდა მანათობელი და უსაფრთხო საკომუნიკაციო მოწყობილობა. სწორედ ასე ახერხებდა ის კავშირზე გასვლას  მის დასახმარებლად წასულ ამერიკელ სამხედროებთან.

რას აკეთებდა ამ დროს ამერიკის დაზვერვა? - "ნიუ-იორკ ტაიმის" წერს, რომ  სპეც-სამსახურებმა  განზრახ წამოიწყეს ცრუ კამპანია ირანელების დასაბნევად, მათ დააჯერეს, რომ მფრინავი უკვე გადარჩენილი იყო და ქვეყანას სახმელეთო კოლონით ტოვებდა. ამასობაში  დრო მოიგეს, დამალული მფრინავის ზუსტი ადგილსამყოფელი დაადგინეს და საქმეში პენტაგონიც ჩაერთო.

ერთი პილოტის  გადასარჩენად დაგეგმილ სამაშველო მისიაში ათობით ამერიკული საბრძოლო თვითმფრინავი იყო ჩართული. გამოიყენეს კიბერ-კოსმოსური და სადაზვერვო შესაძლებლობები. ამერიკულმა სადესანტო თვითმფრინავებმა, ირანულ კოლონებს ბომბებით და ცეცხლსასროლი იარაღით შეუტიეს იმისთვის რომ დამალულ მფრინავამდე მიღწევა შესაძლებელი ყოფილიყო.  ირანის მთებში გადარჩენილი ამერიკელი მფრინავი  ახლა ქუვეითში, სამედიცინო დაწესებულებაში იმყოფება.

დეტალებით გუგა არჩვაძე

მსგავსი სიახლეები