NASA-ს Artemis II-ის მისიამ დედამიწიდან ყველაზე შორეულ წერტილს მიაღწია და რეკორდი დაამყარა
NASA-ს Artemis II-ის მისიამ დედამიწიდან ყველაზე შორეულ წერტილს მიაღწია, სადაც კი ოდესმე ადამიანი ყოფილა და რეკორდი დაამყარა. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
NASA-ს Artemis II-ის ეკიპაჟის წევრებმა, რეიდ უაისმენმა, ვიქტორ გლოვერმა, კრისტინა კოხმა და ჯერემი ჰენსენმა დედამიწიდან დაახლოებით 252 760 (6 606 კმ) მილს მიაღწიეს. ამით მათ Apollo 13-ის ეკიპაჟის მიერ 56 წლის წინ დამყარებული რეკორდი მოხსნეს.
Reuters-ის ინფორმაციით, მისია მთვარეს გარშემო შემოუვლის და მთვარის უკანა მხარეს დააკვირდებიან.
შემოფრენის დროს ეკიპაჟთან დროებით კომუნიკაცია შეწყდება, რადგან მთვარე მათ NASA-ს ღრმა კოსმოსური ქსელიდან დაბლოკავს.