ისრაელ კაცი: ისრაელის თავდაცვის ძალებმა ძლიერი დარტყმა მიაყენეს ირანის უდიდეს ნავთობქიმიურ ქარხანას

07.04.26 10:27
ისრაელ კაცი: ისრაელის თავდაცვის ძალებმა ძლიერი დარტყმა მიაყენეს ირანის უდიდეს ნავთობქიმიურ ქარხანას

ისრაელის თავდაცვის მინისტრის განცხადებით, თავდაცვის ძალებმა ირანის უდიდეს ნავთობქიმიურ ქარხანას ძლიერი დარტყმა მიაყენეს.

ისრაელ კაცის ცნობით, აღნიშნული თავდასხმა, გასულ კვირას, ირანის სიდიდით მეორე ენერგოობიექტზე დარტყმას მოჰყვა - "შედეგად ორივე ობიექტი, რომლებიც ერთობლივად ირანის ნავთობქიმიური წარმოების 85%-ს შეადგენენ, ამჟამად მწყობრიდან არის გამოსული".

ისრაელის თავდაცვის ძალებმა ძლიერი დარტყმა მიაყენეს ირანის უდიდეს ნავთობქიმიურ ქარხანას. 

ეს საკვანძო ობიექტი ირანის ნავთობქიმიური პროდუქციის დაახლოებით 50%-ს აწარმოებს. აღნიშნული ქმედება მოჰყვა გასულ კვირას განხორციელებულ თავდასხმას ირანის სიდიდით მეორე ენერგოობიექტზე - შედეგად ორივე ობიექტი, რომლებიც ერთობლივად ირანის ნავთობქიმიური წარმოების 85%-ს შეადგენენ, ამჟამად მწყობრიდან არის გამოსული.

ეს ირანის რეჟიმისთვის მრავალმილიარდიან ეკონომიკურ დარტყმას წარმოადგენს," - განაცხადა ისრაელ კაცმა. 

ისრაელის თავდაცვის მინისტრი აღნიშნავს, რომ პრემიერ-მინისტრ ნეთანიაჰუსთან ერთად ისრაელის მისცა მითითება "გააგრძელონ მაღალი ინტენსივობის დარტყმები ირანის რეჟიმის ეროვნულ ინფრასტრუქტურაზე".

მსგავსი სიახლეები