ისრაელი ირანელებს აფრთხილებს, დღეს მატარებლით არ იმგზავრონ

07.04.26 10:50
ისრაელი ირანელებს აფრთხილებს, დღეს მატარებლით არ იმგზავრონ

ისრაელი ირანელებს აფრთხილებს, დღეს ირანის დროით 21:00 საათამდე ირანის მასშტაბით მატარებლით არ იმგზავრონ - ამის შესახებ განცხადებას ისრაელის თავდაცვის ძალები ავრცელებს.

ცნობისთვის, ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, ისრაელ კაცმა გუშინ განაცხადა, რომ ისრაელის თავდაცვის ძალებს „ირანის ტერორისტული რეჟიმის ეროვნულ ინფრასტრუქტურაზე სრული ძალით დარტყმების გაგრძელება“ უბრძანა.