IDF: ირანში მესამე ნავთობქიმიურ კომპლექსს დავარტყით

07.04.26 12:40
IDF: ირანში მესამე ნავთობქიმიურ კომპლექსს დავარტყით

​ისრაელის თავდაცვის ძალების (IDF) განცხადებით, ირანში მესამე ნავთობქიმიურ კომპლექსს დაარტყეს. ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს. 

კერძოდ, IDF-ის ცნობით, ირანის სამხრეთ-დასავლეთით, შირაზში მდებარე ქარხანაზე იერიში ორშაბათს მიიტანეს. აღნიშნული ობიექტი ბალისტიკური რაკეტების წარმოებაში გამოყენებულ აზოტის მჟავას აწარმოებდა.

ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, გუშინ, ირანში კიდევ ორ ნავთობქიმიურ ქარხანას დაარტყეს - სამხრეთ ირანში, ასალუიეში, სამხრეთ პარსის და ფარსის პროვინციაში, მარვდაშტის ნავთობქიმიურ კომპლექსს.

მსგავსი სიახლეები