ვრცელდება პუტინისა და ორბანის სკანდალური ჩანაწერი

07.04.26 16:20
ვრცელდება პუტინისა და ორბანის სკანდალური ჩანაწერი

Bloomberg-ი უნგრეთის პრემიერ-მინისტრისა და რუსეთის პრეზიდენტის სკანდალურ სატელეფონო ჩანაწერს ავრცელებს.

გამოცემის ცნობთ, ჩანაწერი გასული წლის ოქტომბერშია გაკეთებული. სააგენტო წერს, რომ ვიქტორ ორბანმა სატელეფონო ზარში პუტინი "ლომს" შეადარა, მისი თავი კი რუსეთის პრეზიდენტს "დამხმარე თაგვად" შესთავაზა. 

გავლენიანი გამოცემის თანახმად, ორბანმა ვლადიმერ პუტინს სატელეფონო საუბრისას განუცხადა, რომ მზად იყო დიდი ძალისხმევა გაეწია რუსეთის პრეზიდენტის დასახმარებლად, მათ შორის, უკრაინაში მიმდინარე ომის მოგვარების საკითხზე ბუდაპეშტში სამიტის მასპინძლობით.

„გუშინ ჩვენი მეგობრობა იმდენად მაღალ დონეზე ავიდა, რომ შემიძლია ყველანაირად დაგეხმაროთ - ჩვენს უნგრულ ილუსტრირებულ წიგნებში არის ისტორია, სადაც თაგვი ლომს ეხმარება. მზად ვარ დაუყოვნებლივ დაგეხმაროთ. ნებისმიერ საკითხში, სადაც შემიძლია დახმარება, თქვენს სამსახურში ვარ“, - ციტირებს სააგენტო ორბანს.

Bloomberg-ის მიხედვით, პასუხად ვლადიმერ პუტინი ვიქტორ ორბანს ეუბნება, რომ ის მათ ურთიერთობებს ძალიან აფასებს. პუტინი ორბანს ასევე ეუბნება, რომ ის დიდად აფასებს მის „დამოუკიდებელ და მოქნილ“ პოზიციას უკრაინის კრიზისთან დაკავშირებით.

მსგავსი სიახლეები