არჩევნებამდე 5 დღით ადრე ვიქტორ ორბანი ახალ სკანდალშია - რა ისმის პუტინთან საუბრის ჩანაწერში

07.04.26 20:43
არჩევნებამდე 5 დღით ადრე ვიქტორ ორბანი ახალ სკანდალშია - რა ისმის პუტინთან საუბრის ჩანაწერში

Bloomberg-ის მიერ მოპოვებული სატელეფონო საუბრის ტრანსკრიფტის მიხედვით, უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან დიალოგში განსაკუთრებულად ლოიალურ ტონს იყენებს.

გამოცემა წერს, რომ საუბარში ორბანი საკუთარ თავს სიმბოლურად „დამხმარე თაგვს“, ხოლო პუტინს „ლომს“ უწოდებს, რითაც ეზოპეს ცნობილი იგავით ახდენს ურთიერთობის აღწერას. ანალიტიკოსების შეფასებით, მსგავსი რიტორიკა დიპლომატიური კომუნიკაციის ჩარჩოებს სცდება და განსაკუთრებულ ლოიალობაზე მიუთითებს.

საუბარი 2025 წლის ოქტომბერში შედგა. ტრანსკრიფტის მიხედვით, მისი მნიშვნელოვანი ნაწილი ურთიერთკომპლიმენტებს ეთმობა. ამავე წყაროს ცნობით, ორბანი პუტინს უკრაინაში მიმდინარე ომის კონტექსტში მხარდაჭერაზეც ესაუბრება.

პუტინმა, თავის მხრივ, დადებითად შეაფასა უნგრეთის „დამოუკიდებელი და მოქნილი“ პოზიცია უკრაინის საკითხზე.

მასალაში ასევე აღნიშნულია, რომ აღნიშნულ დიალოგს წინ უძღოდა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრ პეტერ სიიარტოსა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვის სატელეფონო საუბარი, სადაც, გავრცელებული ინფორმაციით, საუბარი შეეხო რუსეთის წინააღმდეგ სანქციების საკითხსაც.

ვრცლად ნახეთ ინა ცარციძის რეპორტაჟში.