ირანის პრეზიდენტი: ტრამპის მუქარის შემდეგ, 14 მილიონი ადამიანი მზად არის ქვეყნისთვის დაიღუპოს

07.04.26 20:50
ირანის პრეზიდენტი: ტრამპის მუქარის შემდეგ, 14 მილიონი ადამიანი მზად არის ქვეყნისთვის დაიღუპოს

ტრამპის მხრიდან „მთელი ცივილიზაციის განადგურების“ მუქარის შემდეგ, ირანის პრეზიდენტმა პეზეშქიანმა განაცხადა, რომ 14 მილიონი ადამიანი მზად არის ქვეყნისთვის დაიღუპოს.

„14 მილიონზე მეტმა ამაყმა ირანელმა უკვე გამოაცხადა მზადყოფნა, საკუთარი სიცოცხლე შესწიროს ირანის დაცვას. მეც მზად ვიყავი, ვარ და ვიქნები, სიცოცხლე დავთმო ირანისთვის,“ — დაწერა პეზეშქიანმა Twitter-ზე.

პრეზიდენტის განცხადება მოჰყვა სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილის, ალირეზა რაჰიმის მოწოდებას. ვიდეომიმართვაში მან ახალგაზრდებს, სპორტსმენებს, ხელოვანებს, სტუდენტებსა და ლექტორებს მოუწოდა, ქვეყნის მასშტაბით ელექტროსადგურებთან ცოცხალი ჯაჭვები შექმნან-იმის ნიშნად, რომ სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე თავდასხმა სამხედრო დანაშაულია.

დღეს ათობით ადამიანი ირანის დროშებითა და ალი და მოჯთაბა ხამენეის პორტრეტებით კერმანშაჰში, ბისოთუნის ელექტროსადგურის გარშემო ჯაჭვად დადგა, — იუწყება სააგენტო FARS. ასევე, მოქალაქეები შეიკრიბნენ თბრიზის თბოელექტროსადგურთან და აჰვაზში, ხიდის მიმდებარედ.

ამ ნაბიჯების მიზეზი გახდა ტრამპის განცხადებები, რომლებიც მან აღდგომის კვირას დაიწყო გამოქვეყნება.

მსგავსი სიახლეები