პაკისტანის პრემიერი ტრამპს ირანთან დაკავშირებით ვადის ორი კვირით გახანგრძლივებას სთხოვს
პაკისტანის პრემიერი ტრამპს ირანთან დაკავშირებით ვადის ორი კვირით გახანგრძლივებას სთხოვს.
შეჰბაზ შარიფმა X-ზე გამოქვეყნებულ პოსტში მხარეებს ორკვირიანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების დაცვისკენ მოუწოდა, რათა „დიპლომატიამ ომის საბოლოო დასრულება შეძლოს“.
მან, ასევე, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს სთხოვა, ირანთან დაკავშირებით ვადა ორი კვირით გაეხანგრძლივებინა და ირანისთვის ამ ორკვირიან პერიოდში ჰორმუზის სრუტის გახსნა მოეთხოვა.