ტრამპი: დიდი დღეა მსოფლიო მშვიდობისთვის! ირანს შეუძლია რეკონსტრუქციის პროცესი დაიწყოს

08.04.26 10:12
ტრამპი: დიდი დღეა მსოფლიო მშვიდობისთვის! ირანს შეუძლია რეკონსტრუქციის პროცესი დაიწყოს

დიდი დღეა მსოფლიო მშვიდობისთვის! ირანს სურს, რომ ეს მოხდეს - მათ უკვე ეყოთ! ყველასთვისაც ასეა! - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი Truth Social-ში წერს.

ტრამპის თქმით, "ირანს რეკონსტრუქციის პროცესის დაწყება შეუძლია - ეს შეიძლება, ახლო აღმოსავლეთის ოქროს ხანად იქცეს"

შტატების პრეზიდენტი ირწმუნება, რომ ამერიკის შეერთებული შტატები ხელს შეუწყობს ჰორმუზის სრუტეში მოძრაობის მოწესრიგებას.

ამერიკის შეერთებული შტატები დაეხმარება ჰორმუზის სრუტეში გემების გადატვირთვის პრობლემის მოგვარებაში. უამრავი პოზიტიური ქმედება განხორციელდება! დიდი ფული გამომუშავდება. ირანს რეკონსტრუქციის პროცესის დაწყება შეუძლია. ჩვენ მოვამარაგებთ ყველანაირი სახის რესურსით და უბრალოდ „დავრჩებით ადგილზე“, რათა დავრწმუნდეთ, რომ ყველაფერი კარგად მიდის. დარწმუნებული ვარ, ასეც იქნება. ისევე, როგორც ახლა აშშ-ში ვხედავთ, ეს შეიძლება, ახლო აღმოსავლეთის ოქროს ხანად იქცეს!“ – წერს ტრამპი სოციალურ ქსელში.

მსგავსი სიახლეები