ეს შტატების გამარჯვებაა - თეთრი სახლი ირანთან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიღწევაზე

08.04.26 10:21
ეს შტატების გამარჯვებაა - თეთრი სახლი ირანთან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიღწევაზე

თეთრი სახლი აშშ-სა და ირანს შორის მიღწეულ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას ეხმაურება. 

როგორც თეთრი სახლის პრესსპიკერი კაროლინ ლევიტი სოციალურ ქსელში წერს, "ეს არის შეერთებული შტატების გამარჯვება, რომელიც პრეზიდენტმა ტრამპმა და ამერიკელმა სამხედროებმა გახადეს შესაძლებელი". 

მისი თქმით, ამერიკელი სამხედროების წარმატებამ მაქსიმალური ბერკეტი შექმნა, რამაც პრეზიდენტ ტრამპს და მის გუნდს საშუალება მისცა, ჩართულიყვნენ რთულ მოლაპარაკებებში, რამაც ახლა დიპლომატიური გადაწყვეტისა და გრძელვადიანი მშვიდობის შესაძლებლობა შექმნა.

„ოპერაცია „ეპიკური მრისხანების“ დაწყებიდანვე, პრეზიდენტმა ტრამპმა შეაფასა, რომ ეს ოპერაცია 4-6 კვირას გაგრძელდებოდა. ჩვენი მეომრების წარმოუდგენელი შესაძლებლობების წყალობით, ჩვენ 38 დღეში მივაღწიეთ და გადავაჭარბეთ ჩვენს ძირითად სამხედრო მიზნებს.

გარდა ამისა, პრეზიდენტმა ტრამპმა ხელახლა გახსნა ჰორმუზის სრუტე. არასოდეს შეაფასოთ არასათანადოდ პრეზიდენტ ტრამპის უნარი, წარმატებით წინ წაწიოს ამერიკის ინტერესები და მიაღწიოს მშვიდობას“, - წერს კაროლინ ლევიტი.

მსგავსი სიახლეები