Axios: ირანსა და აშშ-ს შორის ცეცხლის შეწყვეტის გამოცხადების შემდეგ ნავთობის ფასი დაეცა
ირანსა და აშშ-ს შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამ ნავთობის ბაზარზე ფასის მკვეთრი ვარდნა გამოიწვია. როგორც Axios წერს, ფასები ბარელზე 100 დოლარზე ქვემოთ ჩამოვიდა მას შემდეგ, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, ორკვირიანი ზავის შესახებ განაცხადა.
ბრენტის ტიპის ნავთობის ფიუჩერსები დაახლოებით 16%-ით დაეცა და ბარელი 93 დოლარამდე შემცირდა, ხოლო ამერიკული WTI-ის ფასი 14%-ით, დაახლოებით 96 დოლარამდე ჩამოვიდა.
გამოცემა აღნიშნავს, რომ ეს 1991 წლის სპარსეთის ყურის ომის შემდეგ ნავთობის ფასის ყველაზე მკვეთრი ერთდღიანი ვარდნაა.