ირანი შეერთებულ შტატებს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების დარღვევაში ადანაშაულებს
ირანის პარლამენტის თავმჯდომარემ, მოჰამედ ბაგერ ღალიბაფმა აშშ ორკვირიანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების დარღვევაში დაადანაშაულა.
ამის შესახებ მან სოციალურ მედიაში გამოქვეყნებულ განცხადებაში ისაუბრა.
შეერთებული შტატების მიმართ ჩვენს მიერ არსებული ღრმა ისტორიული უნდობლობა გამომდინარეობს მის მიერ ყველა სახის ვალდებულების განმეორებითი დარღვევიდან - ტენდენცია, რომელიც, სამწუხაროდ, კიდევ ერთხელ განმეორდა," - განაცხადა ღალიბაფმა.
ღალიბაფის თქმით, ირანის 10-პუნქტიანი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების სამი ნაწილი ისრაელის მიერ ლიბანზე თავდასხმების გაგრძელებით, დრონის ირანის საჰაერო სივრცეში შესვლითა და ისლამური რესპუბლიკისთვის ურანის გამდიდრების უფლების უარყოფით, დაირღვა.
ასეთ სიტუაციაში, ორმხრივი ცეცხლის შეწყვეტა ან მოლაპარაკებები არაგონივრულია," - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.