IDF: ლიკვიდირებულია "ჰეზბოლას" ლიდერის, ნაიმ ქასემის მდივანი

09.04.26 12:32
IDF: ლიკვიდირებულია "ჰეზბოლას" ლიდერის, ნაიმ ქასემის მდივანი

ისრაელის თავდაცვის ძალების (IDF) განცხადებით, გუშინ, ბეირუთში ისრაელის საჰაერო დარტყმის შედეგად "ჰეზბოლას" ლიდერის, ნაიმ ქასემის მდივანი დაიღუპა.

IDF-ის ცნობით, ალი იუსუფ ჰარში ბეირუთის ტალეტ ხაიათის უბანში, "ჰეზბოლას" დაჰიეს ციხესიმაგრის გარეთ განხორციელებული დარტყმის სამიზნე გახდა. კადრებში ჩანს, რომ დარტყმის შედეგად მრავალსართულიანი შენობა ნაწილობრივ ჩამოინგრა.

სამხედროების თქმით, ჰარში ქასემის ძმისშვილი და პირადი მდივანი იყო.

ჰარში "ჰეზბოლას გენერალური" მდივნის, ნაიმ ქასემის ახლო თანამშრომელი და პირადი მრჩეველი იყო და ცენტრალურ როლს თამაშობდა მისი ოფისისა და უსაფრთხოების მართვაში," - ნათქვამია განცხადებაში.

ამასთან, ისრაელის თავდაცვის ძალების თქმით, ღამით მათ ლიტანის მდინარის ორი "ცენტრალური" გადასასვლელი დაბომბეს, რომლებსაც "ჰეზბოლა" სამხრეთ ლიბანში "ათასობით იარაღის, რაკეტისა და გამშვები მოწყობილობის" გადასატანად იყენებდა.

ასევე, სამხრეთ ლიბანში დაახლოებით 10 იარაღის საწყობი, რაკეტმტყორცნი და "ჰეზბოლას" შტაბ-ბინა დაბომბეს.

მსგავსი სიახლეები