რუსული წყალქვეშა ნავები ჩრდილოეთის ზღვაში კაბელებს შეისწავლიდნენ - მათი მისია დიდი ბრიტანეთის სამეფო ფლოტმა ჩაშალა

09.04.26 16:55
რუსული წყალქვეშა ნავები ჩრდილოეთის ზღვაში კაბელებს შეისწავლიდნენ - მათი მისია დიდი ბრიტანეთის სამეფო ფლოტმა ჩაშალა

რუსული წყალქვეშა ნავები ჩრდილოეთის ზღვაში კაბელებს შეისწავლიდნენ - მათი მისია დიდი ბრიტანეთის სამეფო ფლოტმა ჩაშალა. ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა განაცხადა. 

ჯონ ჰილის განცხადებით, ბოლო კვირეების განავლობაში სამეფომ ნორვეგიასთან და სხვა მოკავშირეებთან ერთად რეაგირება მოახდინა რუსეთის მზარდ გააქტიურებაზე ატლანტის ოკეანეში ბრიტანეთის ჩრდილოეთით.

ჰილი ამბობს, რომ საუბარია რუსების ოპერაციაზე, რომელშიც აკულას-კლასის წყალქვეშა ნავი და ორი სუბმარინი მონაწილეობდა, ღრმა წყლის კვლევების დირეატორატიდან (გუგ-იდან).

დღეს პირველად ვაქვეყნებთ გუგის ბაზის და ამ ხომალდების გამოსახულებებს. ისინი შექმნილია წყალქვეშა ინფრასტრუქტურის შესასწავლად და საბოტაჟისთვის.  რუსული წყალქვეშა ნავების საპასუხოდ, გავგზავნეთ ჩვენი შეიარაღებული ძალები, რომ მათ უკან გაყოლოდნენ და აღეკვეთათ დამაზიანებელი საქმიანობა.  ჩვენმა ძალებმა მათ ეჭვი არ დაუტოვეს, რომ მონიტორინგის ქვეშ იყვნენ და მათი გადაადგილება დაფარული არ იყო, როგორც პრეზიდენტ პუტინს ჰქონდა დაგეგმილი და რომ მათი საიდუმლო ოპერაცია გამოააშკარავდა.  „გუგის“ წყალქვეშა ნავებმა უკვე დატოვეს ბრიტანეთის წყლები და ჩრდილოეთისკენ გაემგზავრნენ. ეს ოპერაცია თვეზე მეტხანს გრძელდებოდა და ახლა დასრულებულია.

მსურს პრეზიდენტ პუტინს ვუთხრა: ჩვენ გხედავთ და ვაკვირდებით თქვენს აქტივობას ჩვენს კაბელებსა და მილსადენებთან დაკავშირებით. თქვენ უნდა იცოდეთ, რომ მათი დაზიანების ნებისმიერი მცდელობა დაუშვებელია და ამას სერიოზული შედეგები მოჰყვება", - თქვა ჰილმა.