არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე ვიქტორ ორბანი ახალ სკანდალში ეხვევა - გასაჯაროებულია ჩანაწერი

09.04.26 21:22
არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე ვიქტორ ორბანი ახალ სკანდალში ეხვევა - გასაჯაროებულია ჩანაწერი

უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე ვიქტორ ორბანი ახალ სკანდალში ეხვევა. გამომძიებელი ჟურნალისტების ერთობლივმა ჯგუფმა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრისა და სერგეი ლავროვის სატელეფონო საუბრის ახალი ჩანაწერი გამოაქვეყნეს. ირკვევაა, რომ პიტერ სიიარტო კრემლს ევროკაშირის კონფიდენციალურ დოკუმენტაციას აწვდიდა. სქემა ასეთი იყო. დოკუმენტებს უნგრეთი მოსკოვში მათ საელჩოს უგზავნიდა, საიდანაც პუტინის გუნდი ხელში ხვდებოდა.

საუბრიდან ზუსტად არ ირკვევა, თუ რა დოკუმენტის გაგზავნას დაჰპირდა სიიარტო ლავროვს. თუმცა სავარაუდოდ ეს არის უკრაინის ევროკაშირში გაწევრიანების ჩარჩოო-დოკუმენტი. ჟურნალისტებს ევროკაშირის მაღალჩინოსანმა დაუდასტურა, რომ საუბარია 2024 წლის დეკემბრის დოკუმენტზე, როდესაც საქართველოს უკრაინას და მოლოდვას კანდიდატის სტატუსი მიენიჭა, უკრაინასთან კი ევროკაშირმა გაწვერიანებაზე მოლაპარაკებები გახსნაა. ეს ის ცნობილი სამიტია, როცა ვიქტორ ორბანი კენჭრისყრის დროს დარბაზიდან ყავის დასალევად გაუშვეს საკითხი რომ ვერ დაებლოკა.

გამოძიება აჩვენებს, რომ უნგრეთი უკრაინაში უნგრული უმცირესობის უფლებების საკითხს ხელოვნურად იყენებდა ბლოკირების მექანიზმად. ჩანაწერებიდან ირკვევა, რომ ბუდაპეშტი და მოსკოვი წინასწარ ათანხმებდნენ პოზიციებს, თუ რა მოთხოვნები უნდა წაეყენებინა უნგრეთს კიევისთვის, რათა მაქსიმალურად შეფერხებულიყო უკრაინის ევროინტეგრაციის პროცესი.და ამ ყველაფერსს სიიარტოო ლავროვის ზედამხედველობით აკეთებდა.  კიდევ ერთი სატელეფონო საუბარი კი აჩვენებს,  როგორც ცდილობს უნგერთიი ეკონომიკური კაშირების გაღრმავებას მოსკოვთან, როცა ევროკავშირის მიზანი რუსეთის სრული ეკონომიკური იზოლაციაა.

დეტალები ნახეთ, ინა ცარციძის რეპორტაჟში

მსგავსი სიახლეები