ტრამპი: ჰორმუზის სრუტეში ნავთობის გატარების მხრივ ირანი ძალიან ცუდად ასრულებს საქმეს - ეს არ არის ის შეთანხმება, რაც ჩვენ გვაქვს

10.04.26 10:27
ტრამპი: ჰორმუზის სრუტეში ნავთობის გატარების მხრივ ირანი ძალიან ცუდად ასრულებს საქმეს - ეს არ არის ის შეთანხმება, რაც ჩვენ გვაქვს

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს, ჰორმუზის სრუტეში ნავთობის გატარების მხრივ ირანი ძალიან ცუდად ასრულებს საქმეს. 

„ირანი ძალიან ცუდად ასრულებს საქმეს, ზოგი იტყოდა, უღირსად, ნავთობის გატარების მხრივ ჰორმუზის სრუტეში... ეს არ არის ის შეთანხმება, რაც ჩვენ გვაქვს“, – აღნიშნავს ტრამპი.

მანამდე, აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ირანი ჰორმუზის სრუტის გავლისთვის ხომალდებს გადასახადს აკისრებს და თეირანმა ეს ქმედება უნდა შეწყვიტოს.

„არსებობს ინფორმაცია, რომ ირანი ჰორმუზის სრუტეში გამავალ ტანკერებს გადასახადებს აკისრებს – უმჯობესია, ეს ასე არ იყოს, და თუ ასეა, მაშინ ახლავე უნდა შეწყვიტონ!“ – წერს აშშ-ის პრეზიდენტი.

მსგავსი სიახლეები