მედია: მომავალ კვირას ვაშინგტონი ისრაელისა და ლიბანის მოლაპარაკებებს უმასპინძლებს

10.04.26 14:13
მედია: მომავალ კვირას ვაშინგტონი ისრაელისა და ლიბანის მოლაპარაკებებს უმასპინძლებს

„დოიჩე ველეს" ინფორმაციით, მომავალ კვირას ვაშინგტონი ისრაელისა და ლიბანის მოლაპარაკებებს უმასპინძლებს.

ამის შესახებ გამოცემას ინფორმაცია ამერიკის სახდეპის წარმომადგენელმა დაუდასტურა. 

„შეგვიძლია დავადასტუროთ, რომ დეპარტამენტი მომავალ კვირას გამართავს შეხვედრას, სადაც განხილული იქნება ისრაელთან და ლიბანთან მიმდინარე ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებები“, – განაცხადა აშშ-ის ოფიციალურმა პირმა.

9 აპრილს ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ თავის კაბინეტს დაავალა ლიბანთან პირდაპირი მოლაპარაკებების დაწყება.

მსგავსი სიახლეები