ლიბანიდან გაშვებული რაკეტების საპასუხოდ „ჰეზბოლას“ პოზიციებს დავარტყით - ისრაელის თავდაცვა

10.04.26 17:36
ლიბანიდან გაშვებული რაკეტების საპასუხოდ „ჰეზბოლას“ პოზიციებს დავარტყით - ისრაელის თავდაცვა

ისრაელის თავდაცვის ძალებმა ჩრდილოეთ ისრაელის ქალაქ კარმიელში „ჰეზბოლას“ მიერ განხორციელებული სარაკეტო დარტყმები ჩაახშეს - გავრცელებული ინფორმაციით, სარაკეტო დარტყმის შედეგად, ახლომდებარე დასახლება დეირ ალ-ასადში ნამსხვრევების ჩამოცვენის შედეგად სკოლა დაზიანდა, მაგრამ არავინ დაშავებულა.

ისრაელი აცხადებს, რომ დღეს დილიდან „ჰეზბოლამ“ ლიბანიდან ჩრდილოეთ ისრაელის მიმართულებით ათობით რაკეტა ისროლა.

თავდაცვის ძალების გნაცხადებით, ლიბანიდან რაკეტების გაშვების შემდეგ „ჰეზბოლას“ პოზიციებზე იერიში მიიტანა. გავრცელებული ინფორმაციით, ისრაელის თავდაცვის ძალებმა სამხრეთ ლიბანში სკოლის შენობა დაბომბეს, რომელსაც, მათი მტკიცებით, „ჰეზბოლა“ რაკეტის გასაშვებად იყენებდა.

მსგავსი სიახლეები