შტატების დელეგაცია უკვე პაკისტანშია - დღეს აშშ-სა და ირანს შორის მოლაპარაკებები გაიმართება
დღეს პაკისტანში აშშ-სა და ირანს შორის მოლაპარაკებები გაიმართება - Reuters-ი წყაროებზე დაყრდნობით იუწყება, რომ აშშ-ის დელეგაცია უკვე პაკისტანშია.
გამოცემის წყაროების ცნობით, აშშ-ის სამთავრობო თვითმფრინავი, რომლის ბორტზე ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი და დელეგაციის წევრები იმყოფებიან, ისლამაბადში დღეს დილით დაეშვა.
ირანის დელეგაცია, პარლამენტის თავმჯდომარე მოჰამედ ბაგერ ღალიბაფის ხელმძღვანელობით, პაკისტანის დედაქალაქში გუშინ ჩავიდა.
CNN-ი წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ მხარეები პაკისტანის შუამავლობით მოლაპარაკებების დღის წესრიგზე შეთანხმებიდან, ხოლო შემდეგ შეხვედრას პირისპირ გააგრძელებენ.
- მოლაპარაკებებზე აშშ-ის დელეგაციას ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი უხელმძღვანელებს. ასევე, დელეგაციის შემადგენლობაში აშშ-ის პრეზიდენტის წარმომადგენლები, სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი იქნებიან.
- ირანული მედიის ინფორმაციით, ირანის დელეგაცია 71 ადამიანისგან შედგება.