კოსმოსის თანამედროვე ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვანი ფრენა - არტემის II-ის ეკიპაჟი დედამიწაზე წარმატებით დაეშვა

11.04.26 10:18
კოსმოსის თანამედროვე ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვანი ფრენა - არტემის II-ის ეკიპაჟი დედამიწაზე წარმატებით დაეშვა

 

 

კოსმოსის თანამედროვე ისტორიაში, ყველაზე მნიშვნელოვანი ფრენა რამდენიმე საათის წინ წყნარ ოკეანეში დაშვებით დასრულდა.  Artemis II-ის მისიის ეკიპაჟი დედამიწაზე დაბრუნდა. 

მედია წერს, რომ დაბრუნებისას დაახლოებით ექვსი წუთის განმავლობაში ასტრონავტებს ნასას სამეთაურო პუნქტთან კავშირი გაწყვეტილი ჰქონდა.

Artemis II-ის ეკიპაჟის წევრებმა, რეიდ უაისმენმა, ვიქტორ გლოვერმა, კრისტინა კოხმა და ჯერემი ჰენსენმა 10-დღიანი მოგზაურობის ფარგლებში დედამიწიდან 252,756 მილს, კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე შორ წერტილს მიაღწიეს და 56 წლის წინ აპოლო 13-ის მიერ დამყარებული რეკორდი მოხსნეს.

დედამიწაზე დაშვების შემდეგ ეკიპაჟის წევრები სამედიცინო შემოწმებისთვის აშშ-ის საზღვაო ძალების ხომალდზე USS John P. Murtha-ზე გადაიყვანეს. მისიის მეთაურმა, რეიდ უაისმენმა აღნიშნა, რომ ეკიპაჟის ოთხივე წევრი თავს კარგად გრძნობს.

NASA-ს დირექტორის, ჯარედ აიზეკმენის განცხადებით, მთვარეზე მისიები გაგრძელდება, ვიდრე 2028 წელს მასზე დაშვება არ მოხდება.

 

მსგავსი სიახლეები