იმ შემთხვევაში, თუ მოლაპარაკებები ჩაიშლება, ირანზე დარტყმები განახლდება - ტრამპის ბოლო გაფრთხილება
დონალდ ტრამპი ირანს საბოლო გაფრთხილებას აძლევს. ამერიკის პრეზიდენტი აიათოლების რეჟიმისგან პასუხს ელოდება, არიან თუ არა მზად მოლაპარაკებების შემდეგ დათმობებზე წავიდნენ.
რამდენიმე საათის წინ New York Post-ის ჟურნალისტებმა ტრამპს კითხეს: რა შეიძლება მოხდეს იმ შემთხვევაში თუ ირანი პოზიციებს არ დათმობს:
ამერიკული სამხედრო ხომალდები იტვირთება საუკეთესო საბრძოლო მასალით, რაც კი ოდესმე შექმნილა, იმ შემთხვევაში, თუ მოლაპარაკებები ჩაიშლება, ირანზე დარტყმები განახლდება. ეს იქნება სრული განადგურება.
საქმე გვაქვს ადამიანებთან, რომლებზეც არ ვიცით, სიმართლეს ამბობენ თუ არა.
ისინი პირისპირ გვეუბნებიან, რომ უარს იტყვიან მთელ ბირთვულ იარაღზე მთლიანად, მაგრამ შემდეგ გამოდიან მედიაში და აცხადებენ, რომ ურანის გამდიდრება სურთ.“ - განაცხადა ტრამპმა.
დღეს პაკისტანში აშშ-სა და ირანს შორის მოლაპარაკებები გაიმართება - Reuters-ი წყაროებზე დაყრდნობით იუწყება, რომ აშშ-ის დელეგაცია უკვე პაკისტანშია.
გამოცემის წყაროების ცნობით, აშშ-ის სამთავრობო თვითმფრინავი, რომლის ბორტზე ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი და დელეგაციის წევრები იმყოფებიან, ისლამაბადში დღეს დილით დაეშვა.
ირანის დელეგაცია, პარლამენტის თავმჯდომარე მოჰამედ ბაგერ ღალიბაფის ხელმძღვანელობით, პაკისტანის დედაქალაქში გუშინ ჩავიდა.