ნასას ასტრონავტების პირველი ფოტოები მთვარეზე მისიიდან დაბრუნების შემდეგ

11.04.26 10:53
ნასას ასტრონავტების პირველი ფოტოები მთვარეზე მისიიდან დაბრუნების შემდეგ

Artemis II-ის მისიის ოთხივე წევრი თავს კარგად გრძნობს. მთვარეზე მისიიდან დაბრუნების შემდეგ მედიაში ნასას ასტრონავტების პირველი ფოტოები ვრცელდება. 

Artemis II-ის ეკიპაჟს  დედამიწაზე დაბრუნება მიულოცა ამერიკის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა. 

„ვულოცავ „არტემის 2“-ის ბრწყინვალე და წარმოუდგენლად ნიჭიერ ეკიპაჟს. მთელი ფრენა სანახაობრივი იყო, დაშვება იდეალური და, როგორც აშშ-ის პრეზიდენტი, უზომოდ ვამაყობ! მოუთმენლად ველი თქვენს ნახვას თეთრ სახლში მალე. ჩვენ ამას კიდევ ერთხელ გავაკეთებთ. შემდეგ ნაბიჯი: მარსი!“ - წერს აშშ-ის პრეზიდენტი. 

კოსმოსის თანამედროვე ისტორიაში, ყველაზე მნიშვნელოვანი ფრენა რამდენიმე საათის წინ წყნარ ოკეანეში დაშვებით დასრულდა.  Artemis II-ის მისიის ეკიპაჟი დედამიწაზე დაბრუნდა.