2 დაღუპული და რამდენიმე დაშავებული - რუსებმა ოდესას დაარტყეს
2 დაღუპული და რამდენიმე დაშავებული - რუსებმა ოდესაში საცხოვრებელ საცხოვრებელ ზონას დაარტყეს.
ოდესის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის სერგეი ლისაკის თქმით, ორი დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ასევე, რუსების დარტყმის შედეგად ათობით სახლი, საერთო საცხოვრებელი და საბავშვო ბაღი დაზიანდა.
- ცნობისთვის, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა 11-დან 12 აპრილამდე სააღდგომო ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა.
- უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინა, სააღდგომო ზავთან დაკავშირებით, რუსეთის ქმედებების შესაბამის ნაბიჯებს გადადგამს.