უნგრეთში დღეს საპარლამენტო არჩევნებია - ქვეყნის მასშტაბით საარჩევნო უბნები უკვე გაიხსნა

12.04.26 10:04
უნგრეთში დღეს საპარლამენტო არჩევნებია - ქვეყნის მასშტაბით საარჩევნო უბნები უკვე გაიხსნა

უნგრეთში დღეს საპარლამენტო არჩევნებია. ადგილობრივი დროით დილის 6 საათზე მთელი ქვეყნის მასშტაბით საარჩევნო უბნები გაიხსნა. ამომრჩევლები 19:00 საათამდე აძლევენ ხმას როგორც პარტიებს, ისე ერთმანდატიან კანდიდატებს.

არჩევნებში ხუთი პარტია მონაწილეობს, თუმცა მთავარი დაპირისპირება მოქმედ პრემიერ-მინისტრს, ვიქტორ ორბანისა და ოპოზიციონერ პეტერ მადიარს შორის მიმდინარეობს.

დამოუკიდებელი სოციოლოგიური კვლევები ოპოზიციური პარტია „ტისას“ გამარჯვებას პროგნოზირებს, თუმცა ხელისუფლებასთან დაახლოებული წყაროები ვარაუდობენ, რომ ორბანის „ფიდესი“ უმრავლესობას შეინარჩუნებს.

არჩევნების შედეგი განსაზღვრავს ქვეყნის მომავალ პოლიტიკურ კურსს და შესაძლოა გავლენა მოახდინოს როგორც ევროკავშირთან ურთიერთობაზე, ისე რეგიონულ სტაბილურობაზე. ხმების დათვლა 18 აპრილამდე უნდა დასრულდეს.

მსგავსი სიახლეები