ირანი: არ გვქონდა მოლოდინი, რომ შეთანხმებას ერთ სესიაზე მივაღწევდით
ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ვაშინგტონთან მოლაპარაკებების პირველივე სესიაზე შეთანხმების მიღწევის მოლოდინი რეალისტური არ ყოფილა. პრესსპიკერის, ესმაეილ ბაგაის თქმით, მსგავსი შედეგის მოლოდინი არცერთ მხარეს არ ჰქონია.
მისივე განცხადებით, თეირანი გეგმავს კონტაქტების გაგრძელებას როგორც პაკისტანთან, ისე რეგიონში სხვა პარტნიორ ქვეყნებთან, რაც დიალოგის პროცესის შენარჩუნებაზე მიუთითებს.
შეგახსენებთ, რომ აშშ-სა და ირანს შორის ისლამაბადში, პაკისტანის შუამავლობით გამართული 21-საათიანი მოლაპარაკებები შეთანხმების გარეშე დასრულდა, თუმცა მხარეები თანამშრომლობის გაგრძელების შესაძლებლობას არ გამორიცხავენ.