აღდგომის ღამეს რუსულმა ძალებმა სუმის ოლქში სამედიცინო ავტომობილს დაარტყეს — დაშავდა სამი მედიკოსი
აღდგომის ღამეს რუსმა ოკუპანტებმა ვერაგულად შეუტიეს სამედიცინო ავტომობილს სუმის ოლქის გლუხოვის თემში. ამის შესაებ განაცხადა სუმის საოლქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ოლეგ გრიგოროვმა.
„დაშავდა სამი მედიკოსი. მათ დროულად გაეწიათ დახმარება. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. მტერი ცინიკურად აგრძელებს სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე თავდასხმებს. იყავით მაქსიმალურად ფრთხილად“, — დაწერა მან Telegram-ზე.