უნგრეთში საპარლამენტო არჩევნებზე ამომრჩეველთა აქტივობა მაღალია - ორბანის კონკურენტი პროვოკაციებს არ გამორიცხავს
უნგრეთში მიმდინარე საპარლამენტო არჩევნებზე ამომრჩეველთა აქტივობა დილის საათებიდანვე მაღალია. წინასწარი მონაცემებით, კენჭისყრის პირველ ეტაპზე დაფიქსირდა ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ჩართულობა ბოლო წლების განმავლობაში. ამის შესახებ უნგრული მედია იუწყება.
ცოტა ხნის წინ საკუთარი ხმა უკვე დააფიქსირა ვიქტორ ორბანის მთავარმა კონკურენტმა, განაცხადა უნგრეთის ოპოზიციური პარტიის "ტისას" ლიდერმა პეტერ მადიარმა.
ამ დროისთვის "ტიტას" ვებგვერდზე საარჩევნო დარღვევების შესახებ ფაქტებზე დაახლოებით 60 შეტყობინებაა. ველოდებით პროვოკაციებსაც. მოვუწოდებ ხელისუფლებას, რომ თავიანთი საქმე ფიცის შესაბამისად შეასრულონ და თუ სადმე არჩევნების გაყალბებას წააწყდებიან, კანონის მთელი სიმკაცრით იმოქმედონ. მე არ ვურჩევ ვინმეს ციხეში წასვლას ფიდესის მაფიის ნაცვლად. არავის ნაცვლად. არავის შეუძლია სერიოზულად იფიქროს, რომ "ტისას" პარტია და მასთან ერთად უნგრეთი არჩევნებს ვერ მოიგებს. შედეგები მიღ ებული იქნება თუ არ მოხდება არჩევნების გაყალბება, რომელსაც გადამწყვეტი გავლენა არჩევნების შედეგებზე. მე აუცილებლად ავიღებ მანდატს და პარლამენტშ შევალ, - განაცხადა უნგრეთის ოპოზიციური პარტიის "ტისას" ლიდერმა და ორბანი მთავარმა ოპონენტმა პეტერ მადიარმა.
შეგახსენებთ, რომ უნგრეთში დღეს საპარლამენტო არჩევნებია, რომელშიც მონაწილეობას მილიონობით ამომრჩეველი იღებს, ხოლო საარჩევნო უბნები დილის 6 საათიდან გაიხსნა და საღამოს 19:00 საათამდე იმუშავებს.
ექსპერტების შეფასებით, დღევანდელი კენჭისყრა შესაძლოა გადამწყვეტი აღმოჩნდეს ქვეყნის პოლიტიკური კურსის განსაზღვრაში.