უნგრეთში არჩევნებზე ამომრჩეველთა ჩართულობა ოთხწლიან მაჩვენებელს მნიშვნელოვნად აღემატება - ბოლო მონაცემები

12.04.26 16:06
უნგრეთში არჩევნებზე ამომრჩეველთა ჩართულობა ოთხწლიან მაჩვენებელს მნიშვნელოვნად აღემატება - ბოლო მონაცემები

უნგრეთში საპარლამენტო არჩევნებზე ამომრჩეველთა აქტივობამ საქართველოს დროით 13:00 საათისთვის 37,98%  შეადგინა. ამის შესახებ ქვეყნის  ეროვნულმა საარჩევნო ოფისმა განაცხადა.

სულ ხმა მისცა 2,8 მილიონზე მეტმა ამომრჩეველმა, რაც მნიშვნელოვნად აღემატება ოთხი წლის წინანდელ მაჩვენებელს - მაშინ ამავე დროისთვის აქტივობა 25,77% იყო.

კვირას უნგრეთში საპარლამენტო არჩევნები იმართება, სადაც მოქალაქეები 199 დეპუტატს აირჩევენ. მოქმედი პრემიერის, ვიქტორ ორბანის მთავარ კონკურენტად მიიჩნევა პეტერ მადიარის ხელმძღვანელობით მოქმედი პარტია „ტისა“, რომელიც მიზნად ისახავს ევროკავშირსა და ნატოსთან უფრო მჭიდრო თანამშრომლობას. 

მსგავსი სიახლეები