თუ ამ (არჩევნების) შესაძლებლობას ვერ გამოვიყენებთ, ომის საფრთხის წინაშე აღმოვჩნდებით - ორბანი
უნგრეთის მშვიდობა და უსაფრთხოება შეიძლება დღეს ერთ ხმაზე იყოს დამოკიდებული, - ამის შესახებ უნგრეთის ჯერ კიდევ მოქმედი პრემიერი სოციალურ ქსელში წერს.
ვიქტორ ორბანი ამტკიცებს, რომ მისი დამარცხების შემთხვევაში ქვეყანის მშვიდობა და უსაფრთხოება რისკის წინაშე აღმოჩნდება.
მხოლოდ ფიდესი! წინ, გამარჯვებისკენ! - წერს ვიქტორ ორბანი.
უნგრეთის მშვიდობა და უსაფრთხოება შეიძლება დღეს ერთ ხმაზე იყოს დამოკიდებული. ეს არის გადაწყვეტილება, რომლის გაუქმება ხვალ შეუძლებელი. თუ მას ვერ გამოვიყენებთ, ომის საფრთხის წინაშე აღმოვჩნდებით. თუ ამას ვერ გამოვიყენებთ, უნგრული ოჯახების ფინანსური უსაფრთხოება რისკის ქვეშ დადგებიან. დღეს ჩვენ უნდა დავიცვათ უნგრეთი! დღეს ვერცერთი პატრიოტი ვერ დარჩება სახლში! მხოლოდ ფიდესი! წინ, გამარჯვებისკენ!,- წერს ორბანი.
შეგახსენებთ, რომ უნგრეთში დღეს საპარლამენტო არჩევნებია, რომელშიც მონაწილეობას მილიონობით ამომრჩეველი იღებს, ხოლო საარჩევნო უბნები დილის 6 საათიდან გაიხსნა და საღამოს 19:00 საათამდე იმუშავებს.
ექსპერტების შეფასებით, დღევანდელი კენჭისყრა შესაძლოა გადამწყვეტი აღმოჩნდეს ქვეყნის პოლიტიკური კურსის განსაზღვრაში.