ორბანმა დამარცხება აღიარა
უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა საპარლამენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა.
უნგრეთის ოპოზიციური პარტია „ტისას“ ლიდერმა, პიტერ მაგიარმა სოც ქსელში დაწერა რომ მას ორბანმა დაურეკა და გამარჯვება მიულოცა.
CNN-ის ინფორმაციით, ორბანმა აღნიშნა, რომ არჩევნების შედეგები მტკივნეულია „ფიდესისთვის“.
ამ ეტაპზე დათვლილია ხმების 60.24%.
სურათი უცვლელია, Tisza ლიდერობს და ამ მონაცემებით მას 136 მანდატი აქვს.