ორბანი: შედეგი ნათელია — გამარჯვებულ პარტიას უკვე მივულოცე

12.04.26 23:56
ორბანი: შედეგი ნათელია — გამარჯვებულ პარტიას უკვე მივულოცე

შედეგი ნათელია — გამარჯვებულ პარტიას უკვე მივულოცე, - ამის შესახებ ვიქტორ ორბანმა არჩევნების მხარდამჭერებთან შეხვედრის დროს განაცხადა.

მარცხის შემდეგ ორბანმა შეკრებილ მხარდამჭერებს მიმართა და ღიად თქვა, რომ მმართველობის პასუხისმგებლობა მათ პარტიას აღარ მიეცა. 

არჩევნების შედეგი, მიუხედავად იმისა, რომ ჯერ კიდევ არ არის დათვლა დასრულებული, გასაგები და ნათელია. მმართველობის პასუხისმგებლობა და შესაძლებლობა ჩვენ არ მოგვეცა. მე მივულოცე გამარჯვებულ პარტიას.

უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა საპარლამენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა.

უნგრეთის ოპოზიციური პარტია „ტისას“ ლიდერმა, პიტერ მაგიარმა სოც ქსელში დაწერა რომ მას ორბანმა დაურეკა და გამარჯვება მიულოცა.

CNN-ის ინფორმაციით, ორბანმა აღნიშნა, რომ არჩევნების შედეგები მტკივნეულია „ფიდესისთვის“.

ამ ეტაპზე დათვლილია ხმების 60.24%.

სურათი უცვლელია, Tisza ლიდერობს და ამ მონაცემებით მას 136 მანდატი აქვს. 

მსგავსი სიახლეები