"ევროპის გული დღეს ღამით უნგრეთში უფრო ძლიერად სცემს" - ურსულა ფონ დერ ლაიენი

13.04.26 00:10
"ევროპის გული დღეს ღამით უნგრეთში უფრო ძლიერად სცემს" - ურსულა ფონ დერ ლაიენი

ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი უნგრეთის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს ეხმაურება და აცხადებს, რომ ქვეყანა ევროპულ გზას უბრუნდება.

„უნგრეთმა ევროპა აირჩია, ევროპა ყოველთვის უნგრეთს ირჩევს. ერთად ჩვენ უფრო ძლიერები ვართ“, — წერს ფონ დერ ლაიენი.

მისივე შეფასებით, ეს ფაქტი თავად ევროკავშირის გაძლიერებასაც ნიშნავს.

ევროკომისიის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა: "ევროპის გული დღეს ღამით უნგრეთში უფრო ძლიერად სცემს".

უნგრეთში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების წინასწარი შედეგებით, პეტერ მადიარას ოპოზიციური პარტია „ტისა“ დამაჯერებლად ლიდერობს და პარლამენტში უმრავლესობის მოპოვებას უახლოვდება.

ვიქტორ ორბანმა უკვე მიულოცა პეტერ მადიარას გამარჯვება და აღნიშნა, რომ არჩევნების შედეგები ნათელია, თუმცა „მტკივნეულია“. მისი თქმით, „ფიდესი“ ქვეყნის სამსახურს ოპოზიციიდანაც გააგრძელებს.