ზელენსკი პეტერ მადიარს გამარჯვებას ულოცავს და უნგრეთთან თანამშრომლობის მზადყოფნას აცხადებს
უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ პარტია TISZA-ს ლიდერს, პეტერ მადარს საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა. ამის შესახებ მან საკუთარ Telegram-არხზე დაწერა.
„ვულოცავ პეტერ მადიარს და პარტია TISZA-ს დამაჯერებელ გამარჯვებას. მნიშვნელოვანია, როდესაც იმარჯვებს კონსტრუქციული მიდგომა,“ – წერს ზელენსკი.
ამასთან, უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ქვეყანა მზადაა მეზობელ სახელმწიფოსთან თანამშრომლობისთვის.
„უკრაინა ყოველთვის ისწრაფოდა ევროპაში ყველა ქვეყანასთან კეთილმეზობლური ურთიერთობებისკენ და ჩვენ მზად ვართ, განვავითაროთ თანამშრომლობა უნგრეთთან,“ – დასძინა მან.
ზელენსკიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ევროპა და თითოეული ევროპული ქვეყანა უნდა ძლიერდებოდეს. მისი შეფასებით, მილიონობით ევროპელი მიისწრაფვის თანამშრომლობისა და სტაბილურობისკენ.
უკრაინის პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ მზადაა შეხვედრებისთვის და ერთობლივი კონსტრუქციული მუშაობისთვის ორივე ერის საკეთილდღეოდ, „ასევე მშვიდობის, უსაფრთხოებისა და სტაბილურობისთვის ევროპაში“.