"რუსებო, სახლში წადით!" - ტუსკი მადიაროს გამარჯვებას ულოცავს

13.04.26 10:23
"რუსებო, სახლში წადით!" - ტუსკი მადიაროს გამარჯვებას ულოცავს

პოლონეთის პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკი უნგრეთის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს სოციალურ ქსელში ეხმაურება და გამარჯვებულ პარტია „ტისას“ მხარდაჭერას უცხადებს.

ტუსკის განცხადებით, „უნგრეთი, პოლონეთი და ევროპა კვლავ ერთად არიან“.

„დიდებული გამარჯვება, ძვირფასო მეგობრებო! Ruszkik haza! (რუსებო, სახლში წადით!)“ – წერს იგი პლატფორმა X-ზე.

ამასთან, პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა სოციალურ ქსელში ვიდეოც გაავრცელა, სადაც „ტისას“ ლიდერს, პეტერ მადიარს ესაუბრება. ვიდეოში ტუსკი მადარს გამარჯვებას ულოცავს და აღნიშნავს: „პიტერ, ძალიან ბედნიერი ვარ. მგონია, თქვენზე მეტადაც კი ვხარობ.“