"რუსეთი ომის შეწყვეტას არ გეგმავს" - კრემლში განაცხადეს, რომ ომს აღდგომის შემდეგაც გააგრძელებენ

13.04.26 12:13
 "რუსეთი ომის შეწყვეტას არ გეგმავს" - კრემლში განაცხადეს, რომ ომს აღდგომის შემდეგაც გააგრძელებენ

რუსეთი არ აპირებს უკრაინაში მიმდინარე ომის შეწყვეტას და პასუხისმგებლობას კვლავ კიევს აკისრებს, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა დმიტრი პესკოვმა განაცხადა.

მისი თქმით, ე.წ. „სპეციალური სამხედრო ოპერაცია“ გაგრძელდება მანამ, სანამ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი რუსეთთან მშვიდობის დასადებად მზადყოფნას არ გამოხატავს. პესკოვის განცხადებით, მოსკოვი „მდგრად მშვიდობას“ მხოლოდ საკუთარი ინტერესებისა და დასახული მიზნების მიღწევის შემთხვევაში ხედავს.

ამასთან, კრემლის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ დონეცკის რეგიონში რუსეთის კონტროლს გარეთ დარჩენილია დაახლოებით 17-18%, რომლის დაკავებასაც ადმინისტრაციულ საზღვრებზე გასვლად მიიჩნევს.

აღსანიშნავია, რომ კრემლის სპიკერის განცხადებებიდან იკვეთება, რომ რუსეთი, სულ მცირე საჯარო დონეზე, აღარ საუბრობს ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქებზე პრეტენზიის შესახებ.