რობერტ ფიცო: უნგრეთის ახალ პრემიერ-მინისტრთან ინტენსიური თანამშრომლობისთვის მზად ვარ
სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი, რობერტ ფიცო ოპოზიციური პარტია „ტისას“ ლიდერს, პიტერ მადიარს უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს და სოციალურ ქსელში წერს, რომ ინტენსიური თანაშმრომლობისთვის მზადაა.
მისი თქმით, „სლოვაკეთის მთავრობის მიზნები უცვლელი რჩება“.
“სრული პატივისცემით, ვცნობ გუშინდელ საპარლამენტო არჩევნებში უნგრეთის მოქალაქეების გადაწყვეტილებას და უნგრეთის ახალ პრემიერ-მინისტრთან ინტენსიური თანამშრომლობისთვის მზად ვარ, რომელსაც არჩევნების შედეგს ვულოცავ
ჩვენ უნგრეთთან მეგობრული და ურთიერთსასარგებლო ურთიერთობების ერთგულები ვართ. სლოვაკეთის მთავრობა მხარს უჭერს „ვიშეგრადის ჯგუფის“ ფორმატის აღდგენას. მხარს ვუჭერთ უნგრეთთან ერთად ჩვენი ენერგეტიკული ინტერესების დაცვის თვალსაზრისით ერთობლივ მიდგომას. მჯერა, რომ სლოვაკეთის, უნგრეთისა და მთლიანად ცენტრალური ევროპის მხრიდან „დრუჟბას“ ნავთობსადენის მუშაობის აღდგენის მიმართ კვლავ დიდი ინტერესი არსებობს“, - აცხადებს ფიცო.